ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-11-14

TEMPUS-ის საინფორმაციო სემინარი

ტემპუსის (TEMPUS)  ეროვნული ოფისი აგრძელებს საინფორმაციო სემინარების ციკლს. 14 ნოემბერს, 17:00 საათზე გიწვევთ სემინარზე სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების შესახებ.

სემინარი გაიმართება თსუ VIII კორპუსში (ი.ჭავჭავაძის გამზირისა და ატენის ქუჩის კუთხეში) მეორე სართული, აუდიტორია 220.

სემინარს გაუძღვებიან უმაღლესი განათლების ექსპერტები ირინე დარჩია (თსუ) და გიორგი ჩანტლაძე (ილიაუნი), რომლებიც ტემპუსის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისების გასაცნობად.

Print

« იხ. ყველა სიახლე