2018-05-31

ინდოეთის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა (ITEC)

ინდოეთის მთავრობის მიერ, 2018-2019 წლებისათვის, ინდოეთის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის (ITEC) ფარგლებში ცხადდება კონკურსი მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სასწავლო პროგრამების 25-მდე სფეროს 250 სხვადასხვა მიმართულებით.

საქართველოსთვის გამოყოფილია სულ 30 ადგილი.

სასწავლო პროგრამები სრულად ფინანსდება ინდოეთის მთავრობის მიერ.

შერჩეული კანდიდატის დარეგისტრირება ხდება ონლაინ რეჟიმში. პროგრამებთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო განაცხადი ხელმისაწვდომია ბმულზე.

შერჩეული კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა, ასევე უნდა გაიგზავნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, ინდური მხარე განიხილავს მხოლოდ იმ კანდიდატების აპლიკაციებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ შესაბამისი კურსის დაწყებამდე 3 თვით ადრე.
Print

« იხ. ყველა სიახლე