6-7 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო AUF და მოწვეული ლექტორი ქეთი კვინიკაძე გიწვევთ სასერტიფიკატო 2 დღიან სასწავლო კურსზე
"ისაუბრე ისე რომ მოგისმინონ და წერე ისე რომ წაიკითხონ"
სასწავლო კურსზე განიხილება შემდეგი სახის თემები:
- რა არის კომუნიკაცია?
- პატარა დეტალები, რომლებიც დიდ პრობლემებს გვიქმნიან!
- ენა - კომუნიკაცციის საშუალება თუ დამაბრკოლებელი ფაქტორი?
- ვერბალური კომუიკაციის 5 ძირითადი პრინციპი.
- რა საერთო აქვს ნათქვამს და ნაწერს?
- რითი განსხვავდება ნათქვამი ნაწერისაგან?
- რა დატვირთვა აქვს სხეულის ენას კომუნიკაციის პროცესში?
- რა ასრულებს სხეულის ენის ფუნქციას წერითი კომუნიკაციისას?
- ბევრი პრაქტიკული მაგალითი და კითხვა-პასუხი.
გარდა საინტერესო და სახალისო 2 დღისა, თქვენ მიიღებთ „ბიზნეს კომუნიკაციის’’ ტრენინგზე დასწრების AUF-ის სერტიფიკატს.
სასწავლო კურსი განკუთვნია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის. სასწავლო კურსი უფასოა, მის ფინანსური მხარდაჭერაზე ზრუნავს AUF.
გთხოვთ მონაწილეობის სურვილი დაგვიდასტუროთ
5 მაისამდე შემდეგ მისამართზე:
tamar.garibashvili@auf.org, ვინაიდან ადგილები შეზღუდულია (მაქსიმუმ 12 ადგილი) პირველი 12 კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა.
დამატებითი კითხვების შემთხევევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 577 40 67 73.
მისამართი: თსუ, ჭავჭავაძის N36, V კორპუსი, III სართული, აუდიტორია 309.