2015-11-24
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში მიღებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში მიღებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ
აკადემიური საბჭოს დადგენილების №95/2015 - საფუძველზე
2015 წლის 1 ოქტომბრიდან გამოცხადდა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში მიღება. დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე მიღებული შედეგების უნივერსიტეტის რექტორისათვის წარდგენა მოხდება არა უგვიანეს
2016 წლის 16 თებერვლისა.
1. პოსტდოქტორანტურაში მიღების მიზნით კონკურსში მონაწილეობისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის ქონა;
ბ) არა უმეტეს 35 წლის ასაკი (პოსტდოქტორანტად მიღების პროცედურის დაწყების მომენტისათვის);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან გასული არ უნდა იყოს 3 წელზე მეტი.
2. პოსტდოქტორანტად მუშაობის მსურველმა საკონკურსო კომისიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული, მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) გამოქვეყნებული შრომების სია;
ე) უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს, აკადემიური განათლების რომელიმე საფეხური დასრულებული აქვს და შესაბამისი აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვს უცხოენოვანი პროგრამის გავლის საფუძველზე);
ვ) პოსტდოქტორანტის სავარაუდო მეცნიერ-კონსულტანტის თანხმობა კონსულტირება გაუწიოს პოსტდოქტორანტად დასაქმების მსურველ პირს მისი საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში;
ზ) პროექტი (6 თვიან პერიოდებად გაწერილი კვლევის შუალედური და საბოლოო შედეგების სახით) რაც წარმოდგენილი უნდა იქნას № 1 დანართის (word) შესაბამისად - ,,პროექტისადმი წაყენებული მოთხოვნები“;
თ) სამეცნიერო დარგის/მიმართულების ორი წამყვანი სპეციალისტის მხარდაჭერის წერილი.
3. პოსტდოქტორანტად არ შეიძლება მიღებული იყოს პირი, რომელსაც უკავია აკადემიური და სამეცნიერო სტატუსის მქონე თანამდებობა.
4. პოსტდოქტორანტად კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება პირს, რომლის მიერ წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო დარგის/მიმართულების ფარგლებში არსებული კვლევა უკვე დაფინანსებულია სხვა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება მის ბაზაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტის წარმომდგენი უფლებამოსილი პირი და ის ორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც ხორციელდება მისი პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო დარგის/მიმართულების ფარგლებში არსებული კვლევა, შეფასების დაწყების ეტაპამდე წარმოადგენენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულ წერილობით დაპირებას, რომ უნივერსიტეტის კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში მიმდინარე კვლევა იქნება შეწყვეტილი და მის შედეგებზე უფლებამოსილება (საავტორო ქონებრივი უფლებები, უფლებები გამოგონებაზე, პატენტი და სხვ.) ხსენებულ ორგანიზაციას არ ექნება.
იხილეთ დებულება
იხილეთ დებულება
დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2015 წლის 2 ნოემბრიდან - 30 ნოემბრის ჩათვლით, ორშაბათი-პარასკევი 16:00სთ-18:00სთ.
საბუთების მიღება: I კორპუსი, ოთახი №113, ჭავჭავაძის გამზირი №1.
თბილისი, 0179
საქართველო
ტელ./ფაქსი:
+995 322 222-473
+995 322 222-473
« იხ. ყველა სიახლე