სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი „თსუ სამართლის მიმოხილვა“, მეორე ნომრის სარედაქციო კოლეგიის დაკომპლექტების მიზნით, აცხადებს კონკურსს თსუ იურიდიული და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, შემდეგ მოხალისეობრივ პოზიციებზე:
•სარედაქციო კოლეგიის ზედამხედველობის კოორდინატორი (1 ვაკანტური ადგილი);
ფუნქციის მოკლე აღწერა:
სარედაქციო კოლეგიის მიერ სამუშაოს დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე ზედამხედველობა და პასუხისმგებლობა.
შერჩევის კრიტერიუმები:
1) იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის II-IV კურსის სტუდენტის სტატუსი;
2) მოტივირებულობა და საკმარისი დროის ქონა;
3) ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
•საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი (2 ვაკანტური ადგილი);
ფუნქციის მოკლე აღწერა:
ჟურნალის პოპულარიზაციისა და შიდა/გარე კომუნიკაციის კოორდინაცია.
შერჩევის კრიტერიუმები:
1) იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის II-IV კურსის სტუდენტის სტატუსი;
2) მოტივირებულობა და საკმარისი დროის ქონა;
3) ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
•ინტერნაციონალიზაციის კოორდინატორი (2 ვაკანტური ადგილი);
ფუნქციის მოკლე აღწერა:
ჟურნალის
შესაბამისი
ნაწილების,
ან
ჟურნალთან
დაკავშირებული
ტექსტების
ქართულ-
ინგლისური/ინგლისურ-ქართული თარგმანის უზრუნველყოფა (მაგ., წინასიტყვაობები, წინათქმები,
რეზიუმეები, რეცენზიები და ა.შ.); ჟურნალის Facebook
გვერდზე
განსათავსებელი ინფორმაციის
ინგლისურენოვანი ვერსიის მომზადება.
შერჩევის კრიტერიუმები:
1) იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის II-IV კურსის, ან მაგისტრატურის სტუდენტის სტატუსი;
2) ინგლისური ენის სათანადოდ ფლობა;
3) მოტივირებულობა და საკმარისი დროის ქონა;
4) ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
•ქართული ენის რედაქტორი (2 ვაკანტური ადგილი);
ფუნქციის მოკლე აღწერა:
ჟურნალში დასაბეჭდი ქართულენოვანი ტექსტების ენობრივი რედაქტირების უზრუნველყოფა.
შერჩევის კრიტერიუმები:
1) იურიდიული, ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის II-IV კურსის, ან
მაგისტრატურის სტუდენტის სტატუსი;
2) შესაბამისი ცოდნის და/ან გამოცდილების ქონა (სასურველია);
3) მოტივირებულობა და საკმარისი დროის ქონა;
4) ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
•ინგლისური ენის რედაქტორი (1 ვაკანტური ადგილი);
ფუნქციის მოკლე აღწერა:
ჟურნალში დასაბეჭდი ინგლისურენოვანი ტექსტების ენობრივი რედაქტირების უზრუნველყოფა.
შერჩევის კრიტერიუმები:
1) იურიდიული, ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის II-IV კურსის, ან მაგისტრატურის სტუდენტის სტატუსი;
2) შესაბამისი ცოდნის და/ან გამოცდილების ქონა (სასურველია);
3) მოტივირებულობა და საკმარისი დროის ქონა;
4) ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
•ტექნიკური რედაქტორი (2 ვაკანტური ადგილი);
ფუნქციის მოკლე აღწერა:
ჟურნალში დასაბეჭდი პუბლიკაციების ერთგვაროვანი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.
შერჩევის კრიტერიუმები:
1) იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის II-IV კურსის სტუდენტის სტატუსი;
2) მოტივირებულობა და საკმარისი დროის ქონა;
3) ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
•აკადემიური წერის სტანდარტების/სტილის დაცვის კოორდინატორი (2 ვაკანტური ადგილი);
ფუნქციის მოკლე აღწერა:
ჟურნალში დასაბეჭდ პუბლიკაციებში აკადემიური წერის სტანდარტებისა და სტილის ერთგვაროვნების დაცვის უზრუნველყოფა.
შერჩევის კრიტერიუმები:
1) იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის II-IV კურსის, ან მაგისტრატურის სტუდენტის სტატუსი;
2) უცხო ენ(ებ)ის ფლობა (სასურველია);
3) მოტივირებულობა და საკმარისი დროის ქონა;
4) ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
•პუბლიკაციათა რეზიუმირების კოორდინატორი (1 ვაკანტური ადგილი).
ფუნქციის მოკლე აღწერა:
ჟურნალში დასაბეჭდი პუბლიკაციების ავტორებისგან მათი ნაშრომის რეზიუმეს წარმოდგენისა და რეზიუმეს შედგენისთვის განსაზღვრულ სტანდარტებთან წარმოდგენილი რეზიუმეების შესაბამისობის შემოწმების/შესაბამისობაში მოყვანის კოორდინაცია.
შერჩევის კრიტერიუმები:
1) იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის II-IV კურსის სტუდენტის სტატუსი;
2) მოტივირებულობა და საკმარისი დროის ქონა;
3) ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ
CV
შემდეგ ელფოსტისმისამართზე:
lawrev@tsu.ge (2017 წლის 9
თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით). გზავნილის სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც აგზავნით
განაცხადს.შერჩეული კანდიდატები მიიღებენ შეტყობინებას, გასაუბრების თარიღთან დაკავშირებით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ რედაქციას, ზემოთ მითითებულ მისამართებზე.