11–12 მაისს ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი აწყობს ღია კარის დღეებს.
სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების (MA and PhD in European Studies), აგრეთვე ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში რეგიონული სამაგისტრო პროგრამის (MA in Human Rights and Democratization) შესახებ ინფორმაციას გააცნობს.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: თსუ მე–2 კორპუსი, მე–4 სართული, ოფისი 406, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი
დრო:14:00 – 15:00 სთ.
საკონტაქტო ინფორმაცია: 595 770 110;
helpdesk.ies@tsu.ge