ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-08

EMBER დოქტორანტები

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი ერასმუს მუნდუსის EMBER პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს დევნილის სტატუსის მქონე თსუ - სა და საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტურის პირველი , მეორე და მესამე სემესტრის სტუდენტებისთვის ( მესამე სამიზნე ჯგუფი ) ევროპის 9 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო / კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად

სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღება ხდება ელექტრონულად შემდეგი ვებ - გვერდის საშუალებით :

http://ember.us.es

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი


Ø CV- ევროპული ფორმატი ( ინგლისურ ენაზე , არაუმეტეს ორი გვერდისა )

Ø ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ( ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული )

Ø ნიშნების ამონაწერი ( ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული )

Ø მაგისტრის დიპლომი

Ø მოტივაციის წერილი ( ინგლისურ ენაზე , არაუმეტეს ერთი გვერდისა )

Ø სარეკომენდაციო წერილი ( ინგლისურ ენაზე , ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული )

Ø შევსებული და ხელმოწერებით დამოწმებული საკვლევი გეგმა - დანართი 1

Ø წინასწარი თანხმობა მიღებაზე (pre-acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან

Ø ინფორმაცია საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტი ვადით   სწავლის / კვლევის შესახებ - დანართი 2

Ø განცხადება განმეორებით ერასმუსის სტიპენდიის მიღებაზე  - დანართი 3

Ø სოციალურ - ეკონომიკური ან / და ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა ( არსებობის შემთხვევაში )

Ø დევნილის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა / მოწმობა ( ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული )

Ø პასპორტის ასლი

 


პროექტში მონაწილე ევროპული უნივერსიტეტები :


1.     სევილიის უნივერსიტეტი , ესპანეთი , პროექტის კოორდინატორი

2.     ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი , ესტონეთი

3.     ვილნიუსის უნივერსიტეტი , ლიტვა

4.     ლინჩოპინგის უნივერსიტეტი , შვედეთი

5.     მალმოს უნივერსიტეტი , შვედეთი

6.     კა ფოსკარის უნივერსიტეტი , იტალია

7.     სალერნოს უნივერსიტეტი , იტალია

8.     ლოდცის უნივერსიტეტი , პოლონეთი

9.     იენის უნივერსიტეტი , გერმანია


პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამები : https://emecw.gis.lu.se/priorityHelper.aspx?&lot=EMBER

მობილობის პერიოდი : 201 6 /201 7 აკადემიური წელი

მობილობის ხანგრძლოვობა : 6 თვე

სტიპენდია მოიცავს : 1500 ევროს ყოველთვიურად , საერთაშორისო მგზავრობისა და დაზღვევის დაფინანსებას .


 

სრული სააპლიკაციო დოკუმენტაციის პროექტის ვებ - გვერდზე ატვირთვის ბოლო ვადა :

201 6 წლის 11 იანვარი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს

შემდეგ ელ - ფოსტის მისამართზე :

mailto:erasmus@tsu.ge

 

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე