ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-09-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი, მე–2 და მე–4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის, 61–ე მუხლის პირველი, მე–3 ნაწილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის, 34–ე მუხლის პირველი, მე–2, მე–3 და მე–4 პუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 30 სექტემბრის #141 და 2010 წლის 25 ივნისის #72 დადგენილებებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 03 ოქტომბრის #15 სხდომისა და 2010 წლის პირველი ივლისის #26 გადაწყვეტილების შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა  ( 8 წევრის )  უფლებამოსილების
ვადის 2010 წლის 29 სექტემბრისათვის ამოწურვასთან დაკავშირებით, დაინიშნოს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები  2010 წლის 22 სექტემბერს, შემდეგ ფაკულტეტებზე:
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 წევრი;
ბ) იურიდიული ფაკულტეტი – 2 წევრი;
გ) მედიცინის ფაკულტეტი – 1 წევრი;
დ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2 წევრი;
ე) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2 წევრი.

2.    განისაზღვროს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მიხეილ დევდარიანი – არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივის“ თავმჯდომარე;
ბ) ირაკლი ყიფშიძე – ექსპერტი (არჩევნების მონიტორინგი);    
გ) ანგი ხუციშვილი – იურისტი (კვალიფიკაცია – საარჩევნო სამართალი);
დ) გიორგი ხომეზური – ექსპერტი (არჩევნების ორგანიზება);
ე) მარიამ კევლიშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი;
ვ) ნანი მაჭარაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ზ) დავით გოცირიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
3.    საარჩევნო კომისიას დაევალოს 22 სექტემბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება;
4.     საარჩევნო კომისიის წევრებს შესრულებული სამუშაოსათვის მიეცეთ ანაზღაურება კანომდებლობით დადგენილი წესით;
5.    არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
6.    აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2 სექტემბერს და დასრულდეს 2010 წლის 10 სექტემბერს 18:00 საათზე.


7.    კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #3, უნივერსიტეტის მე–2 კორპუსი, ოთახი #08;
8.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
9.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანო – ,,თბილისის უნივერსიტეტში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორს ნინო კაკულიას;
10.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
11.    ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
12.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე;
13.    წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 13 მარტის #26/01–01 ბრძანება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის შექმნის შესახებ“ და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 13 მარტის  #28/01–01 ბრძანება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის საარჩევნო კომისიების შექმნის შესახებ“;
14.    წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის #52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6)

15.    კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს დავით ჩომახიძეს.





რექტორის მოავლეობის
შემსრულებელი, პროფესორი                                                                ნუგზარ სურგულაძე

Print

« იხ. ყველა სიახლე