2019-04-24
ცხადდება კონკურსი თბილისი-ოსლოს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დასაფინანსებლად
ცხადდება კონკურსი თბილისი-ოსლოს ორკვირიან საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დასაფინანსებლად:
„Intercultural communication in academic settings in South Caucasus Countries and Norway”
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, კულტურის მეცნიერებები, ეკონომიკა, ბიზნესი, ფსიქოლოგია, ევროპისმცოდნეობა, ანთროპოლოგია, ჟურნალისტიკა, ინგლისური ენა და ლიტერატურა.
სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა
ა/წ 10 მაისის 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით);
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არა უმეტეს ორი გვერდისა);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არა უმეტეს ერთი გვერდისა);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ერთ-ერთი:
- 2018 წლის 9 ოქტომბერს ან 13 მარტს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (მინიმალური ქულა: 71);
- მოქმედი ენის საერთაშორისო სერტიფიკატები (TOEFL (iBT) - მინიმალური ქულა - 87, IELTS – მინიმალური საშუალო ქულა 6.5);
- უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული კემბრიჯის სერტიფიკატები (მინიმუმ B2 დონე);
საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა:
2 კვირა (2019 წლის 14-28 ივლისი; ერთი კვირა - თბილისი, ერთი კვირა - ოსლო).
სტიპენდია აფინანსებს:
საერთაშორისო მგზავრობას, დაბინავებასა და დღიურ ხარჯებს.
დამატებითი ინფორმაცია:
- არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება
- კანდიდატებთან გასაუბრება იგეგმება ა/წ 17 მაისს 11:00 საათიდან;
- გასაუბრებების განრიგი ინდივიდუალურად დაეგზავნება თითოეულ აპლიკანტს ელ-ფოსტაზე ა/წ 14 მაისს;
- გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 10 მაისის 18:00 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge.
« იხ. ყველა სიახლე