ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-06-27

კავკასიის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში

2-5 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით „კავკასიის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში“ (ICSP & AM5) გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები გერმანიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ჩეხეთიდან, პორტუგალიიდან, აზერბაიჯანიდან,  სომხეთიდან.

სიმპოზიუმის მიზანია მეცნიერებმა ერთმანეთს გაუზიარონ პოლიმერული მასალების დარგში სამეცნიერო კვლევების მიღწევები,  მეცნიერებს მისცემს საშუალებას გააფართოვონ არსებული კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრებს შორის, რაც გულისხმობს ერთობლივი კვლევების წარმოებას, სტუდენტებისა და თანაშრომლების მივლინებებს ცოდნის გასაღრმავებლად.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული


Print

« იხ. ყველა სიახლე