ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-10

ტრენინგ კურსი „მეცნიერება და ინტერკულტურული კომუნიკაცია გერმანიაში“

თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი და ბოშის ფონდის ლექტორი ქრისტიან რიხტერი გთავაზობთ ტრენინგ კურსს „მეცნიერება და ინტერკულტურული კომუნიკაცია გერმანიაში“.

თუ თქვენ თსუ დოქტორანტურის ან მაგისტრატურის სტუდენტი ხართ, საუბრობთ გერმანულ ენაზე, გეგმავთ სწავლის ან კვლევის გაგრძელებას გერმანიაში ან უბრალოდ აპირებთ მჭიდრო კონტაქტების დამყარებას გერმანულ სამეცნიერო წრეებთან ეს ტრენინგ-კურსი თქვენთვისაა.

კურსის განმავლობაში გაიღრმავებთ სპეციფიურ აკადემიურ თემებზე გერმანულ ენაზე კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს; იმუშავებთ გერმანულენოვან სხვადასხვა სახის სამეცნიერო ტექტსტზე; როლური თამაშების, დისკუსიებისა და სხვა საინტრესო აქტივობების საშუალებით გაიუმჯობესებთ ზოგადი და ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარებს.

კურსი ასევე მოგაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას გერმანიაში აკადემიური ცხოვრებისა და სადოქტორო კვლევის გაგრძელების შესაძებლობების შესახებ.

ძირითადი სადისკუსიო თემები:
კურსი განკუთვნილია თსუ-ის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

კურსი წარიმართება გერმანულ ენაზე, რისთვისაც საჭიროა გერმანული ენის ფლობა ( B2 დონე მაინც).

კურსის ხანგრძლივობა:7 კვირა (4 აკადემიური საათი კვირაში ერთხელ).

დაწყების თარიღი:15 მარტიდან.

კურსში მონაწილეობა უფასოა

ადგილები შეზღუდულია და ჯგუფის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იქნება რეგისტრაციის თარიღი.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსუ უწყვეტი განათლების ცენტრს: ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, უწყვეტი განათლების ცენტრი (შენობა ბაღში თსუ პირველი კორპუსის გვერდით).
ტელ.: 222 36 52
ელფოსტა: tsulll@tsu.ge ან keti.tsintsadze@tsu.ge

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს
Print

« იხ. ყველა სიახლე