ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-06-14

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“

საქართველოდ დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ARISC), შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით 25-30 ივნისს მართავს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმს  სახელწოდებით: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?" – „Remembering the Georgian Democratic Republic 100 Years On: A Model for Europe?". ფორუმის ფარგლებში 25-26 ივნისს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, ხოლო 27-30 ივნისს - საერთაშორისო საზაფხულო სკოლა.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რეგიონის წამყვანი უცხოელი და ქართველი პროფესორები და მკვლევრები. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის შედეგად შერჩეული 13 ქართველი და 8 უცხოელი სტუდენტი და ახალგაზრდა მკვლევარი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
Print

« იხ. ყველა სიახლე