თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს დამატებით კონკურსს თსუ მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
სამაგისტრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა გერმანული უნივერსიტეტი (შპაიერი, გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი): საჯარო მმართველობა
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uni-speyer.de/en/studies.php
ინსუბრიას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესი
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www4.uninsubria.it/notte16.html
იოანინას უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): განათლების მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: 3 თვე
http://www.uoi.gr/en/
პავიას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესი, ეკონომიკა, მოლეკულური ბიოლოგია
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://www.unipv.eu/site/en/home/study/course-catalogue/articolo11717.html
რშეჟოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პოლონეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ქიმია, მენეჯმენტი, ელექტრული ინჟინერია, მათემატიკა
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://fao.portal.prz.edu.pl/en/erasmus-programme/courses-in-english/
დობროვა გორნიჩას უნივერსიტეტი (პოლონეთი)
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა და ბიზნესი
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.wsb.edu.pl/index.php?idg=en
საგნების სია: იხილეთ
ფაილი
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2016 წლის 12 ოქტომბერი - თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)
დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი (ინგლისურ ენაზე)
ბაკალავრის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე)
პასპორტის ასლი
სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
იტალია: 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
გერმანია, საბერძნეთი: 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
პოლონეთი: 750 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ
6 დეკემბრის 12 საათამდე
უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე
erasmusplus@tsu.ge
(სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (MA) და სასურველი ევროპული უნივერსიტეტების ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით):
შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
erasmusplus@tsu.ge