2020-02-26

კონკურსი მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2020-2021 სასწავლო წლისთვის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.    

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

• სააპლიკაციო ფორმა (იხ. შესაბამისი უნივერსიტეტის გრაფაში);
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი  დოკუმენტი ინგლისური/თურქული ენის (B2) (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი- ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი ან თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა; სტუდენტებმა, რომლებმაც 2019 წლის 1,2 ოქტომბერს გაიარეს B2 დონის ტესტირება და გადალახეს მინიმალური ზღვარი (71 ქულა) შეუძლიათ წარმოადგინონ აღნიშნული ცნობა);
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, სემესტრის მითითებით);
• ნიშნების ფურცელი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
• CV (ევროპულ ფორმატში);
• პასპორტის ასლი.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:

• სააპლიკაციო ფორმა (იხ.შესაბამისი უნივერსიტეტის გრაფაში)
• CV (ევროპულ ფორმატში)

უნივერსიტეტების ჩამონათვალი:

იალოვას უნივერსიტეტი

1. სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა
2. აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა.

ბილეჯიკის შეიხ ედიბალის უნივერსიტეტი

1. სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა;
2. აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა
3. მობილობის ხელშეკრულება აკადემიური პერსონალისთვის.

ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი

1. სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა 1; ფორმა 2
2. აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა;
3. მობილობის ხელშეკრულება აკადემიური პერსონალისთვის.

ჩუქუროვას უნივერსიტეტი 

1. სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა;
2. აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა.

ჰითითის უნივერსიტეტი 

1. სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა;
2. აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა.

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 13 მარტის 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე: mevlana@tsu.ge 

- ელექტრონული შეტყობინების სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ  პასპორტში) და სწავლის საფეხური (BA, MA, PhD)
- ელექტრონული შეტყობინების ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
1. ფაკულტეტი;
2. სემესტრი;
3. აკადემიური შეფასების საშუალო ქულა (GPA);
4. საკონტაქტო ელ.ფოსტა;
5. საკონტაქტო მობილურის ნომერი.

შენიშვნა:
- სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.

- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.

- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: mevlana@tsu.ge  

-დაწვერილებითი ინფორმაცია მევლანას გაცვლითი პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე


Print

« იხ. ყველა სიახლე