18 დეკემბერს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო სესია სტუდენტებთან ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისათვის 48 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე მის დაქვემდებარებაში არსებულ 18 სხვადასხვა დეპარტამენტზე და სკოლაში ბუდაპეშტისა და ვენის კამპუსებზე.
* კოგნიტური მეცნიერება * ეკონომიკა და ბიზნესი * გარემოს დაცვა და პოლიტიკა * ისტორია
* გენდერული კვლევები * საერთაშორისო ურთიერთობები * სამარათალი * გამოყენებითი მათემატიკა
* შუა საუკუნეების კვლევები * ნაციონალიზმის კვლევები * ქსელური და მონაცემთა მეცნიერება
* ფილოსოფია * პოლიტიკური მეცნიერება * სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია
* სადოქტორო სკოლა პოლიტიკურ მეციენერბაში, საჯარო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში * საჯარო პოლიტიკის სკოლა.
რეგისტრაციისათვის მიჰყევით
ბმულს
დაფინანსების მოსაპოვებლად სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, უნივერსიტეტში გაგზავნეთ საგანაცხადო ფორმა თანდართულ საბუთებთან და ინგლისური ენის სტანდარტული ტესტების (iBT TOEFL, IELTS, Pearson Test of English (Academic), Cambridge English: C2 Proficiency and Cambridge English: C1 Advanced, Euroexam Academic) ქულებთან ერთად არაუგვიანეს
2020 წლის 30 იანვრისა.
შესაძლებელია 5 სხვადასხვა პროგრამის არჩევა. საგანაცხადო ფორმის გაგზავნის საფასურია 30 ევრო.
თვითდაფინანსებულმა სტუდენტებმა, რომლებსაც ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ უცხო ენის რომელიმე სტანდარტული ტესტი და რომლებსაც ჭირდებათ სასწავლო ვიზა, შეგიძლიათ საგანაცხადო ფორმები გაგზავნოთ
2020 წლის 15 აპრილამდე.
სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს
www.ceu.edu ან მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში შემდეგ მისამართებზე:
- თბილისი - ჭოველიძის ქუჩა 10, ტელ. 2252615, ელფოსტა: cie@osgf.ge
კონსულტაციები ჩატარდება ყოველ სამშაბათს 16 საათზე.
უნივერსიტეტის და კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთ საერთაშორისო განათლების ცენტრის გვერდებზე სოციალურ ქსელ Facebook-ში: Access CEU – Georgia page და Center for International Education - Tbilisi.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია.