2016-03-15
ეროვნული კონფერენცია - ქალის უფლებები სამართლებრივ დისკორსში
31 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით სამეცნიერო კონფერენციას "ქალის უფლებები სამართლებრივ დისკორსში" გამართავს.
კონფერენციის მიზანია ქალის უფლებების შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო აკადემიური დებატის წახალისება საქართველოში.
კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:
•პოლიტიკური უფლებები და მონაწილეობა;
•განათლება და პროფესიული წარმატების ხელშემწყობი ფაქტორები;
•ძალადობრივი დანაშალი და ქალი;
•საერთაშორისო დანაშაულის სპეციფიკა ქალთა უფლებების ჭრილში;
•ევროპის საბჭოსა და გაეროს სტანდარტები ქალთა უფლებების დაცვისას;
•მონაცემთა დაცვა და ქალთა უფლებები.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, აკადემიის წარმომადგენლებსა და კონფერენციის თემებზე მომუშავე პრაქტიკოს სპეციალისტებს. კონფერენციის თემატიკის დისციპლინათშორისი ხასიათის გამო მასში სამართლის სფეროში მომუშავე მკვლევარებთან ერთად მონაწილეობის მიღება მომიჯნავე სფეროების მკვლევარებსაც შეუძლიათ.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ნაშრომის აბსტრაქტი, არაუმეტეს 500 სიტყვისა, ელექტრონულ მისამართზე: ketevan.khutsishvili-law@tsu.ge არაუგვიანეს 2016 წლის 24 მარტისა.
აბსტრაქტების განხილვისას მნიშვნელობა მიენიჭება შერჩეული თემის აქტუალობასა და კვლევის შესაძლო შედეგების პრაქტიკულ მნიშვნელობას.
კონფერენციისთვის წარმოდგენილი აბსტრაქტების შერჩევა და კონფერენციის მოდერირება აკადემიური წრეების, შესაბამისი სახელმწიფო, არასამთავრობო და სახელმწიფოთშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ განხორციელდება.
კონფერენცია ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
შერჩეული სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორს აკადემიური ჯილდოები, კონფერენციის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემა.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი
თსუ II კორპუსი, ოთახი 115
ელექტრონული ფოსტა: ketevan.khutsishvili-law@tsu.ge

« იხ. ყველა სიახლე