აკადემიური საბჭოს 2012 წლის 29 ოქტომბერის №97/2012 დადგენილების თანახმად და აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 დეკემბრის სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე, გაცნობებთ შემდეგს:
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატთა შერჩევისა და ფაკულტეტის საბჭოსათვის წარდგენის მიზნით, აკადემიურ საბჭოსთან კანდიდატთა გასაუბრება შედგება ა/წლის 13 დეკემბერს, ხუთშაბათს, 16.00 სთ-ზე. გასაუბრებაზე აკადემიური საბჭო კონკურსანტებს მოუსმენს საკონკურსო განაცხადის შემოტანის რიგითობის მიხედვით:
ა) რევაზ ჯორბენაძეს – 16.00 სთ-ზე;
გ) ლელა გაფრინდაშვილს – 16.40 სთ-ზე;
გ) ანდრო ბარნოვს – 17.20 სთ-ზე.
თითოეულ კონკურსანტს მოხსენებისთვის/პრეზენტაციისთვის დაეთმობა არაუმეტეს 20 წუთისა. პრეზენტაციის სლაიდ-შოუს სახით წარმოდგენის შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ.
ამასთან, გაცნობებთ, რომ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, განხორციელდება აკადემიური საბჭოს სხდომის ვიდეო ჩაწერა.