ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-06-06

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია KPMG-ს საჯარო ლექციები სტუდენტებისათვის!

8 და 9 ივნისს, 14:00-დან 17:00 საათამდე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართება დიდი ოთხეულის წევრი საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია KPMG-ს საჯარო ლექციები თემაზე "ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები და აუდიტი".
 
ლექციებს გაუძღვებიან KPMG-ს აუდიტის დეპარტამენტის მენეჯერები: მარიამ არაქელაშვილი, ლევან გუდიაშვილი და ლალი მჭედლიშვილი. ისინი ისაუბრებენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე და მის დანერგვასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, ასევე აუდიტორული შემოწმების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ ასპექტებზე, და მსმენელებს გაუზიარებენ ლოკალურ და საერთაშორისო გამოცდილებას.
 
მსმენელებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერს და გაეცნონ ამ დროისათვის არსებულ ვაკანსიებს.
 
დასწრება თავისუფალია!

მისამართი: თსუ, მაღლივი კორპუსი, 206-ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე