2016-09-05

ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიები პორტოს უნივერსიტეტში

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია).

განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ 3 ოქტომბრამდე შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით:http://mobileplus2.up.pt/apply

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე  და მეექვსე; მაგისტრატურის პირველი და მეორე; დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს.

მიმართულებები:
სტუდენტები:სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები
აკადემიური პერსონალი: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები
ადმინისტრაციული პერსონალი:
პერსონალის მართვა, საგარეო ურთიერთობები

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
ფოტო
პირადობის მოწმობის ასლი
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (FCE, IELTS, TOEFL) ან თსუ-ს მიერ 2015/2016 სასწავლო წელს ორგანიზებული ინსტიტუციური ენის ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
მასპინძელ უნივერსიტეტში ასარჩევი საგნების ჩამონათვალი (გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ ონლაინ აპლიკაციაში მოცემული ფორმა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (Support Letter; ინგლისურ ენაზე, პროფესორის ხელმოწერითა და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული)
სოციალურ-ეკონომიკური ან/ და ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში)
ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (სავალდებულოა მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართი (სავალდებულოა დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
პერსონალი:
ფოტო
პირადობის მოწმობის ასლი
პასპორტის ასლი
ცნობა  პერსონალის მართვის სამსახურიდან სამუშაოს მოკლე აღწერილობით (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
მხარდაჭერის წერილი მშობლიური უნივერსიტეტიდან (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები: ერთი სემესტრი (2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრი)
პერსონალი: 5 სამუშაო დღე (2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება
პერსონალი: 120 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge

არასრული ან/და დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება!

Print

« იხ. ყველა სიახლე