2012-02-15

სწავლის საფასურის ეტაპობრივი გადახდა

2011 - 2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის სემესტრული საფასური (სასწავლო წლის გადასახადი თანხის ნახევარი) შეუძლიათ გადაიხადონ ეტაპობრივად შემდეგი წესით:
•    პირველი ნაწილი  (სწავლის სემესტრული საფასურის არანაკლებ 50 პროცენტი) –ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში;
•    სემესტრული საფასურის დარჩენილი ნაწილი – ადმინისტრაციული რეგისტრაციის  დასრულებიდან  დასკვნითი  გამოცდების დაწყებამდე პერიოდში.
სწავლის სემესტრული საფასურის  სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტს მომდევნო  სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის უფლება მიეცემა დავალიანების დაფარვის შემდეგ.
ბრძანება №02/01-01; 24.01.12.


Print

« იხ. ყველა სიახლე