ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-05-08

„ოთხი დღე სტურუას შექსპირის სამყაროში“

2013 წლის 10 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი, რუსთაველის თეატრი, ხელოვნების ცენტრი „რუბიკონი“ და თსუ-ს „საკვირაო ლიტერატურული კლუბი“ გეგმავენ საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტის „ოთხი დღე სტურუას შექსპირის სამყაროში“ განხორციელებას.
პროექტი გულისხმობს ოთხ ღონისძიებას რომელთა ფარგლებშიც მოეწყობა გამოფენები, შეხვედრები ხელოვანებთან და სპექტაკლების ვიდეოჩვენება. ამგვარი ღონისძიებების სასწავლო პროცესში ჩართვა სიახლეა ქართულ სინამდვილეში. ყოველივე ეს სტუდენტებისთვის უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის შექსპირის ტექსტების და თეატრალური დადგმების შესწავლის და შემდგომში კვლევის საქმეს. ასევე, ამგვარი ინტელექტუალური და სახელოვნებო ღონისძიებები ხელს შეუწყობს სტუდენტების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას.

10 მაისი, პარასკევი
გახსნა. გამოფენა, შეხვედრა რობერტ სტურუასთან, „რიჩარდ მესამეს“ ვიდეოჩვენება
დასაწყისი 15:00

17 მაისი, პარასკევი
გამოფენა, შეხვედრა, „ჰამლეტის“ ვიდეოჩვენება
დასაწყისი 15:00

24 მაისი, პარასკევი
გამოფენა, შეხვედრა, „შობის მეთორმეტე ღამის“ ვიდეოჩვენება
დასაწყისი 15:00

31 მაისი, პარასკევი
დახურვა. გამოფენა, შეხვედრა, „ქარიშხალის“ ვიდეოჩვენება
დასაწყისი 15:00
ხელოვნების ცენტრი „რუბიკონი“

მის: კოსტავას 53 (ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა)

გამოფენილი იქნება რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები, რომლებიც რობერტ სტურუას შექსპირული დადგმების ფოტო, ვიდეო და სხვა ისტორიულ მასალებს ასახავენ.

პროექტის იდეის ავტორი: ფილოლოგიის დოქტორი დავით მაზიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

Print

« იხ. ყველა სიახლე