ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-07

X საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

15-16 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის “ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ ფარგლებში X საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართება.

კონფერენცია ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასი წლის იუბილეს.

კონფერენციის მიზანია: უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, დოქტორანტებს.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული.

იმუშავებს შემდეგი სექციები:

1.ჰუმანიტარული მეცნიერებანი (ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, ევროპეისტიკა, ამერიკათმცოდნეობა)
2.სოციალური მეცნიერებანი (ჟურნალისტიკა, კონფლიქტოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტოლოგია)
3.ზუსტი დასაბუნებისმეტყველო მეცნიერებანი
4.სამართალმცოდნეობა
5.ეკონომიკა და ბიზნესი
6.მედიცინა და სხვა  
 
კონფერენციიის მუშაობაში მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე 2018 წლის 11 მაისამდე უნდა წარმოადგინონ განაცხადი და თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) ან მასალები (არაუმეტეს 1500 სიტყვისა) მოხსენებისათვის მისამართზე:studentsconference@tsu.ge  

შერჩეული მასალები დაიბეჭდება სტუდენტური სამეცნიერო შრომების კრებულში "მერმისი".

საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს წარმოდგენილ მოხსენებებს, კომისის გადაწყვეტილება ავტორებისთვის ცნობილი იქნება საინფორმაციო წერილით.  

კონფერენციის ხელმძღვანელები:
პროფესორი თამარ პაიჭაძე
პროფესორი კახაბერ ლორია

იხილეთ განაცხადის ფორმა და მასალების გაფორმების წესი.

Print

« იხ. ყველა სიახლე