2012-02-15
2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურაში შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე ( ბრძანება № 12/01-01;1.02.2012) :
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:
• ბიოლოგია- 8 ადგილი
• ქიმია - 10 ადგილი
• გეოლოგია- 3 ადგილი
• მათემატიკა - 8 ადგილი
• ფიზიკა - 2 ადგილი
• გეოგრაფია - 5 ადგილი
• გამოყენებითი ეკოლოგია - 4 ადგილი
• ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია - 3 ადგილი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
• საზოგადოებრივი გეოგრაფია - 2 ადგილი
• შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია - 2 ადგილი
• ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება - 3 ადგილი
• ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია - 4 ადგილი
• სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია - 3 ადგილი
• სოციოლოგია - 2 ადგილი
• სოციალური მუშაობა - 2 ადგილი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
• ბიზნესის ადმინისტრირება
• ეკონომიკა
მედიცინის ფაკულტეტი
• კლინიკური და ტრანსლიაციური მედიცინა - 20 ადგილი
იურიდიული ფაკულტეტი
• სამართალი - 20 ადგილი
ტურიზმის საერთაშორისო სკოლა
• ტურიზმი (ქართულენოვანი) - 3 ადგილი
დოქტორანტურაში მისაღები კონკურსის თარიღები: ბრძანება №:16/01-01, 13.02.2012
• საბუთების მიღება – 6 - 14 თებერვალი;
• გამოცდა უცხო ენაში (B2 დონე - ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ქართული (უცხოელთათვის)) – 18 თებერვალი - 12 საათი;
თსუ ბიბლიოთეკის შენობაში (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. № 11)
• გამოცდის შედეგების გამოცხადება – 20 თებერვალი;
• გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 21-23 თებერვალი;
• აპელაციის შედეგების გამოცხადება – 24 თებერვალი;
• დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 27-29 თებერვალი;
• ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 1 – 6 მარტი;
• ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 9 მარტი..
საბუთების მიღება
საბუთების მიღებას ახორციელებს ფაკულეტეტების მიმღები კომისიები (საკონტაქტო ინფორმაცია).
საბუთების ნუსხა:
• განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
• განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
• სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
• უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (აკადემიური საბჭოს №25/2011 დადგენილება დანართი 2);
• ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებასა და /ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შენიშვნა: კონკურსანტს წარმოდგენილი საბუთები კონკურსის დამთავრების შემდეგ უკან აღარ უბრუნდება.
« იხ. ყველა სიახლე