ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-08-18

საერთაშორისო კონფერენცია „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“ (HALC-2016)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ამა წლის 17-25 სექტემბერს დაგეგმილ თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, რომელიც წელს უკვე მეორედ ტარდება, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (გორი, საქართველო), ჯანიქ ბაშარის უნივერსიტეტი (სამსუნი, თურქეთი), სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ახალციხე, საქართველო), კავკასიის უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი), 2016 წლის 20-21 სექტემბერს ატარებს პირველ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“ (HALC-2016).

მნიშვნელოვანი თარიღები:

მოხსენებების მიღების ბოლო ვადა: 2016 წლის 25 აგვისტო
მოხსენებების მიღების შესახებ შეტყობინება: 2016 წლის 1 სექტემბერი
მოხსენებების სრული ვერსიის მიღების ბოლო ვადა: 2016 წლის 25 ოქტომბერი

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული და თურქული.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ კონფერენციის ვებ-გვერდს, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა საჭირო ინფორმაციას, ან მოგვწეროთ კონფერენციის ელ-ფოსტაზე: halc@ibsu.edu.ge.

დანართი1
დანართი2
დანართი3
დანართი4
დანართი5

Print

« იხ. ყველა სიახლე