2016-04-12
საერთაშორისო კონფერენცია - ანთიმოზ ივერიელი და ევროპული განმანათლებლობა:ტექსტები და კონტექსტები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი და ანთიმოზ ივერიელის სახელობის ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელშეწყობით
2016 წლის 7-8 ივნისს ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: ანთიმოზ ივერიელი და ევროპული განმანათლებლობა: ტექსტები და კონტექსტები.
კონფერენცია ეძღვნება ანთიმოზ ივერიელის მოწამეობრივი აღსრულების 300 წლისთავს.
კონფერენციის მიზანია:
•ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის როლისა და ადგილის განსაზღვრა თანამედროვე კულტურაში;
•ანთიმოზ ივერიელის, როგორც კულტურათა წარმატებული დიალოგის მაგალითის წარმოჩენა;
•მულტიკულტურალიზმის დაფუძნების ანთიმოზისეული ვერსიის წარმოჩენა;
•ანთიმოზ ივერიელის განმანათლებლური ტექსტების სხვადასხვა დისკურსთა (ღვთისმეტყველება, კანონიკა, პატრისტიკა, ფილოსოფია, ქრისტიანული ეთიკა, მორალი, ესთეტიკა, რიტორიკა, ფილოლოგია, ანთროპოლოგია, ისტორია, ხუროთმოძღვრება) კონტექსტებში განხილვა ;
•ანთიმოზ ივერიელის წვლილის განსაზღვრა განათლების, მეცნიერების, ხელოვნების და ხუროთმოძღვრების, საგამომცემლო საქმიანობის, პოლიტიკის და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში ევროპული საგანმანათლებლო კონცეპტების განვითარების საქმეში.
კონფერენციის ამოცანაა საერთაშორისო კვლევის ფოკუსში მოაქციოს ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიურ-თეოლოგიური, საგანმანათლებლო, საერო და საეკლესიო მოღვაწეობის კულტურულ-ისტორიულi მნიშვნელობა, რაც ახლებურად წარმოაჩენს ქართული თეოლოგიური და ფილოსოფიური აზროვნების განვითარების გზებს.
განსაკუთრებით მივესალმებით ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობის გარშემო ყველა სფეროში წარმოდგენილ მოხსენებებსა და შედარებითი კვლევის შედეგებს.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, რუმინული და ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი და მოხსენების ანოტაცია.იხ. დანართი
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს.
კონფერენციის გახსნება: 2016 წლის 7 ივნისს, 10:00 საათზე.
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1
გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:ketevan.tskhvariashvili277@hum.tsu.edu.ge, mikheilbarnovi@gmail.com, giorgi.grigolashvili@tsu.ge არაუგვიანეს
2016 წლის 30 აპრილისა.
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს.
კონფერენციის გახსნება: 2016 წლის 7 ივნისს, 10:00 საათზე.
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1
გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.
« იხ. ყველა სიახლე