2018-07-27
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - უკრაინა-საქართველო: ურთიერთობების ისტორია
ქართულ-უკრაინული დიპლომატიური ურთიერთობების ჩასახვის ისტორია, რომელიც 100 წელს ითვლის, დაფუძნებულია რთულ და დრამატულ შემთხვევებზე, რაც გამოწვეულია მსოფლიო პოლიტიკური რუკის განვითარებით.
პირველმა მსოფლიო ომმა შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა. იგი ფატალური გახდა უკრაინელი და ქართველი ხალხისათვის, რომლებიც ყოველთვის აქტიურად იყვნენ ჩართული ეროვნული აღორძინების პროცესებში პოლიტიკური თუ დიპლომატიური ღონისძიებების სფეროში.
XX – XXI საუკუნეებში უცხოური პოლიტიკის ფართო სპექტრში აქტიური მონაწილეობა იქცა ერთ-ერთ გასაღებად უკრაინული და ქართული დიპლომატიისთვის. ეს იყო ძირითადი გამოცდა ახალი გამოწვევები ორივე ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ელიტისათვის.
კონფერენცია გაიმართება 2018 წლის 20-21 სექტემბერს, ქ. კიევი, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტი, ვოლოდიმირის ქ. #60
კონფერენციის სამუშაო ენები:
უკრაინული, ინგლისური, რუსული
მონაწილეობის ფორმა: დასწრებული
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა 2018 წლის 31 ივლისი
საკონტაქტო ინფორმაცია: matio@ukr.net
მონაწილეობის ფორმა: დასწრებული
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა 2018 წლის 31 ივლისი
საკონტაქტო ინფორმაცია: matio@ukr.net
კონფერენციის მუშაობის მიმართულებები:
• უკრაინული და ქართული დიპლომატიის ჩასახვა 1917 – 1921-წლებში.
• უკრაინული და ქართული საბჭოთა პერიოდის ისტორია.
• უკრაინისა და საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის (1980 – 1990 წწ.).
•უკრაინულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების თანამედროვე მდგომარეობა.
• უკრაინული და ქართული დიპლომატიის წარმომადგენლები და მათი წვლილი უკრაინულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებაში 1917 – 2018 წწ.
• უკრაინული დიასპორის როლი საქართველოში და ქართული დიასპორის როლი უკრაინაში: კულტურული დიპლომატია.
• უკრაინა-საქართველო: ინტერკულტურული გამოწვევები (ენა, კულტურა, ხელოვნება, განათლება, მეცნიერება).
• უკრაინისა და საქართველოს საერთო გამოწვევები საერთაშორისო არენაზე და მათი გადაჭრის გზები.
« იხ. ყველა სიახლე