ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-09-10

თბილისის ცენტრალურ ქუჩებში რიგით მე-7 თბილისიმარათონი გაიმართება

30 სექტემბერს კომპანია  „ჰაიდელბერგცემენტის“  ორგანიზებით, ისევ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში რიგით  მე-7 თბილისიმარათონი   გაიმართება.  თბილისიმარათონი ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით, თბილისის მერიის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში იმართება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და ჩვენი ქვეყნის ტურისტულ განვითარებას ემსახურება. თბილისიმარათონის მასშტაბი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება და სულ უფრო მეტი ადამიანი და კომპანია იღებს მონაწილეობას.

თბილისიმარათონის რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას „ჰაიდელბერგცემენტი“  ტრადიციისამებრ გააორმაგებს და ბენეფიციარს - პირველი ნაბიჯი • First Step  - ს  გადასცემს. შესაბამისად, თბილისიმარათონის თითოეული მონაწილეც ქველმოქმედი ხდება. ”პირველი ნაბიჯი” მრავალპროფილიანი ორგანიზაციაა, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია წარმატებით მუშაობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან.

 თბილისიმარათონი 3 გარბენს მოიცავს: ნახევარმარათონს (21,097 კმ) - რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი; 10 კილომეტრიან გარბენს - რეგისტრაციის საფასური - 15 ლარი; ბავშვთა გარბენებს (6-11 წლამდე - 500მ და 12-15 წლამდე - 1კმ) - რეგისტრაცია უფასოა.  

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველების  მიერ სარეგისტარციო ფორმის შევსების და მისამართზე გაგზავნის შემდეგ ისინი მიიღებენ გუნდის  წევრების  რაოდენობის  და შერჩეული გარბენების მიხედვით დაანგარიშებული  სარეგისტრაციო  თანხის  ინვოისს. თანხის  ჩარიცხვა  ხდება „ჰაიდელბერგცემენტის“  საბანკო  ანგარიშზე  და  გადარიცხვის შემდეგ გადახდის  ქვითარი იგზავნება ისევ კომპანიაში.   გუნდის  ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ  და  მონაწილეებს  მიენიჭებათ  სარბენი  ნომრები. რეგისტრაციის გავლა ინდივიდუალურად შესაძლებელია  საიტზე: www.tbilisimarathon.ge   რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 27 სექტემბერი.
 
 გუნდებისათვის სარეგისტრაციო ფორმაა:

Print

« იხ. ყველა სიახლე