Summer Science Academy 2011
საზაფხულო სამეცნიერო აკადემია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2011 წლის 21 ივნისიდან 1 ივლისამდე თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 7–12 კლასის სკოლის მოსწავლეთათვის „საზაფხულო სამეცნიერო აკადემიას“ ატარებს. როგორც ქიმიის საერთაშორისო წლის (IYC 2011) ოფიციალური ღონისძიება საზაფხულო სამეცნიერო აკადემია, სწორედ ქიმიის მიმართულებით გაძლიერდება. განსაკუთრებულად იქნება წარმოდგენილი შემდეგი ოთხი სფერო: გარემო, ენერგეტიკა, მასალები და ჯანმრთელობა.
გაინტერესებთ შეხვდეთ პროფესორებსა თუ სტუდენტებს, გაეცნოთ მეცნიერების „სამზარეულოს“ ?
გაეცანით 2011 წლის „საზაფხულო სამეცნიერო აკადემიის“ შესახებ მოკლე ინფორმაციას და ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა. დამატებითი ინფორმაცია ელ–ფოსტა: scienceacademy–ssa@tsu.ge (საკონტაქტო პირი ხათუნა კახიანი).
იზეიმეთ ქიმიის საერთაშორისო წელი ჩვენთან ერთად!