ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-05-05

2010 წლის 14 მაისს დანიშნულია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  26 აპრილის N  43/01–01 ბრძანების საფუძველზე 2010 წლის 14 მაისს (10 საათიდან 17 საათამდე) ჩატარდება    თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის   დეკანის არჩევნები.

თსუ აკადემიური საბჭოს   N 41/2010  დადგენილების  თანახმად, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის   დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დარეგისტრირებულია 3 კანდიდატი:
  1. ნოდარ ბელქანია – სრული პროფესორი
  2. შალვა აბზიანიძე – ასოცირებული პროფესორი
  3. გიორგი ყიფიანი – ასოცირებული პროფესორი

კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის  განვითარების კონცეფცია გამოქვეყნებულია  თსუ  ვებგვერდზე   www.tsu.edu.ge  ( იურიდიული ცნობარი: აკადემიური საბჭოს დადგენილებები).


არჩევნების პროცედურა:

საბჭოს წევრებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
Print

« იხ. ყველა სიახლე