2018-08-01
საერთაშორისო ფორუმი - „პოლიშარ-26“ მოწინავე მასალებში
2018 წლის 10-13 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება 26-ე საერთაშორისო ფორუმი - „პოლიშარ-26“ (PolyChar 26) მოწინავე მასალებში. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. (http://www.polychar26.tsu.ge/)
პოლიშარი არის ყოველწლიური კონფერენციების სერია, რომლებიც თავდაპირველად შემოიფარგლებოდა პოლიმერული მახასიათებლებით, მაგრამ ახლა ყველაზე პოპულარული საკონფერენციო სერიაა მოწინავე მასალებში, რომელიც ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. (https://polychar.unt.edu).
ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია ახალგაზრდა მეცნიერებისა და ინჟინრებისთვის უზრუნველყოს საკუთარი და მსოფლიოს მასშტაბით მიღწეული შედეგების წარმოდგენა. ამიტომ, ფორუმს წინ უძღვის ლექციათა კურსი ახალგაზრდა მკვლევრებისათვის და ინჟინრებისათვის.
კონფერენციის სამუშაო ენა - ინგლისური.
აბსტრაქტს წარდგენის ბოლო ვადა: 15 აგვისტო 2018;
აბსტრაქტს წარდგენის ბოლო ვადა: 15 აგვისტო 2018;
აბსტრაქტების მიღების შესახებ შეტყობინება: 2018 წლის 1 თებერვლიდან;
(ავტორებს ეცნობებათ წერილობითი სახით);
სტატიების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 29 ოქტომბერი;
(ავტორებს ეცნობებათ წერილობითი სახით);
სტატიების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 29 ოქტომბერი;
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და აბსტრაქტების წარმოსადგენად გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გააგზავნოთ მისამართზე:polychar26@tsu.ge.
მოხსენების აბსტრაქტი - 1 გვერდი
ქაღალდის ზომა - A4
ფონტი - Times New Roman (იხილეთ ბმული)
კონტაქტი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქიმიის დეპარტამენტი
პროფ. ომარ მუკბანიანი
მისამართი: საქართველო, თბილისი, ი.ჭავჭავაძე 1
ტელეფონი: +995 577249989.
« იხ. ყველა სიახლე