ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-06-20

ევროპის თმის კვლევის საზოგადოების კონგრესი - თსუ-ში

24 ივნისს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება ევროპის თმის კვლევის საზოგადოების კონგრესი. სამედიცინო კონგრესი წლის მთავარი მოვლენაა ტრიქოლოგიაში, რომელიც პირველად, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და თანადგომით ტარდება საქართველოში.

სამედიცინო კონგრესის მიზანს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ქართველი და ევროპელი ექიმების ერთ სივრცეში გაერთიანება წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თმის ბიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებს. ექსპერტები წარმოადგენენ თავისი კვლევის შედეგებს, გააზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და განიხილავენ ახალ მიმართულებებს ტრიქოლოგიაში.

EHRS (ევროპის თმის კვლევის საზოგადოება) - 1989 წელს დაარსდა ბრიუსელში. კონგრესი ყოველ წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. 2016 წელს მასპინძელი ქვეყანა არის საქართველო.

EHRS-ეს არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც თავის რიგებში აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ტრიქოლოგებს, დერმატოლოგებს, ოჯახის ექიმებს, ბიოლოგებს , ტრანსპლანტოლოგებს და სხვა პროფილის ექიმებს. EHRS ის წევრები არიან ის მეცნიერები და პრაქტიკოსი ექიმები, რომელთა მიერ შექმნილი გაიდლაინებით ხელმძღვანელობს დღეს მთელი მსოფლიოს დერმატოლოგები. ესენი არიან: Jerry Shapiro (USA), Rolf Hoffmann (Germany), Abraham Zlotogorski (Israel), Desmond Tobin (UK), Andrew Messenger (UK) და სხვა.

კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ: მეცნიერები, კლინიცისტები, ტრიქობიოლოგები, ფარმაკოლოგები, ტრანსლანტოლოგები, პათოფიზიოლოგები, ესთეტიკური მედიცინის წარმომადგელები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. კონგრესი 26 ივნისს დასრულდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

Print

« იხ. ყველა სიახლე