შინაგან საქმეთა სამინისტრო ახლადგახსნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს შექმნაზე კონკურსს აცხადებს. დანაშაულის პრევენციის, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიული რეაგირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვის და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად, შსს-მ ახალი პროექტი – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ დაიწყო.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით
ბმულზე.