25-26 იანვარს,
10:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმუშავებს ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის (EURALEX) მე-17 საერთაშორისო კონგრესის (
euralex2016.tsu.ge) საპროგრამო კომიტეტი. ამ მიზნით უნივერსიტეტს ესტუმრებიან ევროპელი მეცნიერები:
ლარს ტრაპ-იენსენი, დანიური ენისა და ლიტერატურის საზოგადოება (დანია);
პიუს ტენ ჰაკენი, ინსბრუკის უნივერსიტეტი (ავსტრია);
ანდრეა აბელი, ბოლცანოს ევროპული აკადემია (იტალია);
ჯენეტ დე ჩეზარისი, პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტი (ესპანეთი);
სიმონ კრეკი, იოჟეფ სტეფანის ინსტიტუტი (სლოვენია).
საპროგრამო კომიტეტის ქართველი წევრები არიან:
პროფ. თინათინ მარგალიტაძე
პროფ. მანანა რუსიეშვილი
ასოც. პროფ. ნინო დარასელია
ლექსიკოგრაფი გიორგი მელაძე.
საპროგრამო კომიტეტმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილებები წარმოდგენილი მოხსენებების შესახებ და დაამტკიცოს კონგრესის პროგრამა.
EURALEX-ის კონგრესი გაიმართება
2016 წლის 6 - 10 სექტემბერს. კონგრესის ორგანიზატორია უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი და ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაცია. კონგრესი ტარდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 212-ე აუდიტორია