ააიპ
"ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოება" არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტებს იწვევს ინტერაქტიულ თამაშში
"არქეოლოგიურ რა? სად? როდის?" მონაწილეობისთვის.
ინტელექტუალური თამაში გათვლილია არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც არქეოლოგიის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს (თამაშში მონაწილე ყველა სტუდენტი უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე), ისე იმ ფაკულტეტის სტუდენტებს, სადაც არქეოლოგია, როგორც მიმართულება არ არის, თუმცა ისწავლება, როგორც საგანი/საგნები. თითოეული უნივერსიტეტიდან ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მინიმუმ ერთ გუნდს. გუნდი უნდა შედგებოდეს 5 წევრისაგან (მათგან ერთი კაპიტანი). დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ
დანართი.
ინტელექტუალურ თამაშში მონაწლეობისათვის საჭიროა შეავსოთ
ელექტრონული აპლიკაცია და გამოაგზავნოთ გუნდის ხუთივე წევრის სტუდენტის ცნობა უნივერსიტეტიდან. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა
31 მარტი.
„არქეოლოგიური რა? სად? როდის?“ გაიმართება
2017 წლის 7 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტის
IV კორპუსში, 519-ე აუდიტორიაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
archaeologicalsociety@yahoo.com