2016-05-05
17 მაისს და 27 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩატარდება საჯარო ლექციების ციკლი. ლექციებს ჩაატარებენ მეცნიერები, მკვლევრები და ექსპერტები.
17 მაისი, 17:00 საათი
მოხსენების სათაური:
„ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან - საქართველოს ევროპიზაციის დღის წესრიგი“.
მომხსენებელი:
კახაბერ გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევითი ცენტრის დირექტორი; საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე.
17 მაისი, 18:00 საათი
მოხსენების სათაური:
„ქართულ-ოსური ურთიერთობის დინამიკა და პერსპექტივები“.
მომხსენებელი:
ამირან ლაფაჩიძე, თსუ დოქტორანტი.
27 მაისი, 17:00 საათი
მოხსენების სათაური:
„ენობრივი პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობებისათვის“.
მომხსენებელი:
კახა გაბუნია, თსუ პროფესორი.
27 მაისი, 18:00 საათი
მოხსენების სათაური: „
ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორია“.
მომხსენებელი:
ნინო პოპიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
დასწრება თავისუფალია
მისამართი: თბილისი, ქეთევან წამებულის ქ. N55 (თსუ მე-7 კორპუსი), ოთახი
N112.
« იხ. ყველა სიახლე