2012-01-04
ოსტფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯის (ნორვეგია) სამაგისტრო სტიპენდიები 2012/2013 აკადემიური წლისთვის
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი ოსტფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს თსუ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტებისა და ამავე მიმართულების ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებისთვის ოსტფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯში ორწლიანი სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად. მიმღები უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულია სამაგისტრო პროგრამა:
კომპიუტერული მეცნიერებები.
International Office
Ostford University College
Os Allé 9, N-1757 Halden, Norway
Tel: +47 6921 5000
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ–გვერდი: www.hiof.no/index.php?ID=9119&lang=eng და მიმართეთ ანი ჭელიშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237).
შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ განიხილება!
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო პაკეტი უნდა გადააგზავნონ მიმღებ უნივერსიტეტში მისამართზე:
Ms.Ellen Hoy-PetersenInternational Office
Ostford University College
Os Allé 9, N-1757 Halden, Norway
Tel: +47 6921 5000
- ელექტრონულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა
- CV (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე, ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული)
- აკადემიური მოსწრების ფურცელი ფაკულტეტის დეკანატიდან (ინგლისურ ენაზე, ნოტარიალურად დამოწმებული (მხოლოდ ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის))
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე, ნოტარიალურად დამოწმებული (მხოლოდ ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის))
- დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი (ეხებათ თსუ კურსდამთავრებულებს)
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმალური ზღვარი: TOEFL 525; IELTS 6.0)
- პასპორტის ასლი
- 2 ფოტო (3/4)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია მიმღებ უნივერსიტეტში უნდა გაიგზავნოს არაუგვიანეს 2012 წლის 1 თებერვლისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ–გვერდი: www.hiof.no/index.php?ID=9119&lang=eng და მიმართეთ ანი ჭელიშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237).
შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ განიხილება!
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია მიმღებ უნივერსიტეტში საბუთების გაგზავნამდე რეგისტრაცია გაიარონ თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში!
სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიმღებ უნივერსიტეტში გაგზავნის მსურველებმა გაითვალისწინეთ საფოსტო მომსახურების ვადები.
« იხ. ყველა სიახლე