2016-03-17

საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია - „მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და იურიდიული ფაკულტეტი,  საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“ (DWA), იწვევს სტუდენტებს მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციაში „ მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?” მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენცია გაიმართება თბილისში,  3 და 4 ივნისს, 2016 წ.

კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემატიკას:
•    ადამიანის უფლებები და მედია;
•    ჟურნალისტის უფლებები;
•    სასამართლო და მედია;
•    მედია ეთიკა და თვითრეგულირება;
•    დანაშაული და მედია;
•    სენსაცია და ადამიანის უფლებები;
•    არჩევნები და მედია;
•    გამოხატვის თავისუფლება: გამოწვევები ევროპასა და საქართველოში;
•    გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი ბარიერები, მითები მედია თავისუფლებაზე;
•    ზღვარი ფაქტების წარმოჩენასა და აზრების გამოხატვას შორის;
•    საზოგადოებრივი მაუწყებლობის როლი და რეგულაცია;
•    გასართობი მედია და ადამიანის უფლებები;
•    კერძო უფლებები vs პრესის თავისუფლება;
•    სიძულვილის ენა: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვები  და სხვა.

კონფერენცია ინტერდისციპლინურია. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს; უპირატესობა ენიჭებათ იურიდიული,  ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ თეზისებს. რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ტრანსპორტი და დაბინავება უზრუნველყოფს DWA.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია მისამართზე: mediaruledwtsu@gmail.com

•    მოხსენების თეზისი (არაუმეტეს 250 სიტყვისა);
•    სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, საკონტაქტო ტელეფონი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ფაკულტეტის დასახელება.

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი; გამოგზავნილი თეზისის საფუძველზე შერჩეული სტუდენტებისთვის აპრილის თვეში გაიმართება ვორქშოფი კონფერენციისთვის მოსამზადებლად. მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატები. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ ამალია ოგანჯანიანს (Deutsche Welle Academy-ს პრექტების კოორდინატორი საქართველოში)
ტელ.: 558 49 95 87
ელ.ფოსტა: amalia.oganjanyan@dw.de.

Print

« იხ. ყველა სიახლე