2018-09-14

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში (ნორვეგია).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე და მეხუთე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: ბიზნესი, ეკონომიკა, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, კულტურის კვლევები, მასობრივი კომუნიკაცია.

კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (მოქმედი TOEFL ან IELTS ანუ კანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი)

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი, ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა)

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში -mobility.tsu.ge ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ა/წ 24 სექტემბრის 17:00 საათამდე!

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის  მიერმითითებულ რეკომენდატორის ელ-ფოსტაზე)
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
შევსებული  სასწავლოხელშეკრულება (შეამოწმეთ ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯის ვებგვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი (ივსება მხოლოდ პირველი გვერდი), რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი დაფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

დამატებითი ინფორმაცია:

-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge;
-რეგისტრაციის ან აპლიკაციის შევსების პროცესში ტექნიკური პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: mobility@tsu.ge;
- ინგლისურენოვანი  საგნებისჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.hiof.no/studies/exchange-students/courses-for-exchange-students#english;
-„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს  კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!



Print

« იხ. ყველა სიახლე