ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-02-27

ცხადდება კონკურსი თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2019-2020 სასწავლო წლისთვის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.     

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
•სააპლიკაციო ფორმა (იხ. შესაბამისი უნივერსიტეტის გრაფაში)
•უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ინგლისური/თურქული ენის (B2) (ენის საერთაშორისო სერტიფიკატი-ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერტიფიკატი ან თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა; სტუდენტებმა, რომლებმაც 2018 წლის 9 ოქტომბერს გაიარეს B2 დონის ტესტირება და გადალახეს მინიმალური ზღვარი (71 ქულა) შეუძლიათ წარმოადგინონ აღნიშნული ცნობა)
•ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (სემესტრის მითითებით)
•ნიშნების ფურცელი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
•CV (ევროპულ ფორმატში)
•პასპორტის ასლი 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:
•სააპლიკაციო ფორმა (იხ.შესაბამისი უნივერსიტეტის გრაფაში)
•CV (ევროპულ ფორმატში)

უნივერსიტეტების ჩამონათვალი:
·აქდენიზის უნივერსიტეტი
http://mevlana.akdeniz.edu.tr/tr
1.სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა
2.აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა 
·ალანიის ალაადდინ ქეიქუბათის უნივერსიტეტი
https://uio.alanya.edu.tr/
1.სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა
2.აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა
·ანკარის ილდირიმ ბეაზითის უნივერსიტეტი
https://aybu.edu.tr/dib/
1.სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა 1, ფორმა 2  
2.აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა
·ბალიკესირის უნივერსიტეტი
http://www.balikesir.edu.tr/
1.სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა
2.აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა
·ჩანაქქალეს 18 მარტის უნივერსიტეტი
http://mevlana.comu.edu.tr/index
1.სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა
2. აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა
·ქარაბიუქის უნივერსიტეტი
http://uluslararasi.karabuk.edu.tr/mevlana
http://uluslararasi.karabuk.edu.tr/yuklenen/dosyalar/12627201993747.pdf
·მეჰმედ აკიფ ერსოის უნივერსიტეტი
https://mehmetakif.edu.tr/
1.სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა
2.აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა
·მუნზურის უნივერსიტეტი
https://www.munzur.edu.tr/default.aspx
1.სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა 1, ფორმა 2, ფორმა 3  
2.აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა 1, ფორმა 2
·სელჩუკის უნივერსიტეტი
https://www.selcuk.edu.tr/mevlana_degisim_programi/tr
1.სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა
2.აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო
·ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი
http://www.mevlana.hacettepe.edu.tr/
1. სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა 1, ფორმა 2
2. აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა
3. მობილობის ხელშეკრულება აკადემიური პერსონალისთვის
·ანკარის უნივერსიტეტი
http://mevlana.en.ankara.edu.tr/
1.სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა
2.აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა
·რეჯეფ ტაიპ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტი
http://mevlana.idari.erdogan.edu.tr/
1. სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა
2. მობილობის ხელშეკრულება აკადემიური პერსონალისთვის 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია
დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 27 თებერვლის 15:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე: mevlana@tsu.ge

P.S. ქარაბიუქის უნივერსიტეტში სტიპენდიის მოპოვების მსურველები რეგისტრაციას გადიან ონლაინ ფორმატში.

- მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ პასპორტში) და სწავლის საფეხური (PhD)

- მეილის ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
1.ფაკულტეტი
2.სემესტრი
3.აკადემიური შეფასების საშუალო ქულა (GPA)
4.საკონტაქტო ელ.ფოსტა
5.საკონტაქტო მობილურის ნომერი
6.პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი

შენიშვნა:
სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” (დანართი 2) ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: mevlana@tsu.ge  

დაწვრილებითი ინფორმაცია მევლანას გაცვლითი პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.



 

Print

« იხ. ყველა სიახლე