2017-12-19

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში 2018 წლის 19-23 მარტს ორგანიზებული ერაზმუს+ის პერსონალის საერთაშორისო კვირეულზე დასასწრებად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს შემდეგი მიმართულებებიდან:

აკადემიური პერსონალი: sustainable development and innovation (innovative teaching methods/tools, innovative technologies, fostering innovation in business practices)
ადმინისტრაციული პერსონალი: სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, მატერიალური რესურსების დეპარტამენტი, უწყვეტი განათლების ცენტრი.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის/დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული):დანართი 1

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 6 იანვრის 11:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია 140 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)

შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე