თუ გაქვთ ბიზნესიდეა ჩაერთეთ საუნივერსიტეტო სტარტაპ პრე-აქსელერატორის პროგრამაში, რომელსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს. მოდით პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც 18 ნოემბერს, 19.00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსის 107-ე აუდიტორიაში გაიმართება.
პრე-აქსელერატორის პროგრამა დაგეხმარებათ უნივერსიტეტის ბაზაზე ბიზნესინიციატივების განვითარებასა და ზრდაში, დამატებითი რესურსების მიწოდების უზრუნველყოფაში.
პრე-აქსელერატორი არის ტრენინგებისა და მენტორშიპის 3-4 კვირიანი კურსი, რომელიც დაეხმარება სტარტაპს ბიზნესიდეების დახვეწაში, საჭირო ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში.
პროგრამა მოამზადებს გუნდებს ინვესტორებთან დემო დღეზე წარსადგენად, რომელიც გაიმართება ტექნოპარკში 24 დეკემბერს.
პროგრამის მიზანია სტარტაპებს შეუქმნას წვდომა დაფინანსებასთან. კერძოდ, 5 000 ლარის ოდენობის გრანტებთან და 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიციასთან პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ სახით.
მნიშვნელოვანი თარიღები:
18 ნოემბერი, 19.00 სთ. - პროექტის პრეზენტაცია თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია
25 ნოემბერი - აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა
28-29-30 ნოემბერი - პრეზენტაცია (ჟიური შეარჩევს გუნდებს)
1-23 დეკემბერი - გუნდების პრეაქსელერაციის პროცესი
24 დეკემბერი - დემო დღე ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7)
მონაწილეობის მიღების მსურველებმა შეავსეთ
სააპლიკაციო ფორმა 2016 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.