ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-04-25

VI რეგიონთაშორისი სტუდენტური კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის - "ურთიერთობათა და კონფლიქტების  დარეგულირებისათვის" ფარგლებში -  2014 წლის 13-14 ივნისს VI რეგიონთაშორის სტუდენტურ   კონფერენციას გამართავს.

კონფერენციის მიზანი:
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა  ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
კონფერენცია მრავალპროფილიანია - სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ  ბაკალავრიატის და  მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე დოქტორანტებს.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური და რუსული.

იმუშავებს შემდეგი სექციები:


კონფერენციაში  მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე 2014 წლის 15 მაისამდე უნდა წარმოადგინონ თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) ან მასალები (არაუმეტეს 1500 სიტყვისა)  მოხსენებისთვის. მეილზე:  studentsconference@tsu.ge.
კონფერენციის პროგრამა  დაიბეჭდება.

შერჩეული მასალები გამოიცემა სტუდენტური სამეცნიერო შრომების კრებულში მერმისი.
    
განაცხადის ფორმა:

საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს წარმოდგენილ მოხსენებებს, კომისის გადაწყვეტილება ავტორებისთვის ცნობილი გახდენა  საინფორმაციო წერილით.  

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
პროფესორი თამარ პაიჭაძე - ტელ.: 599 184603                           
პროფესორი კახაბერ ლორია - ტელ.: 599 577575455

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის პრ. №1


მასალების გაფორმების წესი:
ტექსტის ენა - ქართული;
რედაქტორის პარამეტრები Word-ი Windows -თვის;
ფურცლის ზომა - A – 4;
მინდორი: ზევით-ქვევით - 2სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 3სმ;
შრიფტი - sylfaen;
შრიფტის ზომა - 12;
სტრიქონებს შორის მანძილი -1,5;
თეზისების ტექსტის ფორმატი:
თემის სახელწოდება: sylfaen, bold, 14;
ავტორი: sylfaen 12, ასომთავრულით, ინიციალები (გვარის წინ), ავტორის და ხელმძღვანელის  გვარი დაიბეჭდება მარჯვნივ, ინიციალები იბეჭდება ინტერვალის გარეშე იტალიკით;
ძირითადი ტექსტი sylfaen, 12.
დამოწმებული ლიტერატურა უნდა დალაგდეს ინდექსის მიხედვით, შემდეგი წესით, მაგ:
Соловьев 1939:  Соловьев, B. "Собр. сочинений", (Т  I) Москва, 1939г.       
კეკელიძე  1980. კ. კეკელიძე   წლის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია თბილისი 1980.
 
                            
                                        

Print

« იხ. ყველა სიახლე