კიევის ტექნოლოგიებისა და დიზაინის ეროვნული უნივერსიტეტი იწვევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მერვე საერთაშორისო სტუდენტურ ფოტო კონკურსზე
"Garyacha Kryga" (Hot Ice) მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება მე-17 საერთაშორისო ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსის ფარგლებში ("Pecherski Kashtany")
29 მაისიდან 3 ივნისამდე.
სტუდენტებს სააპლიკაციო ფორმებისა და ფოტო ნამუშევრების გამოგზავნა შეუძლიათ 2017 წლის
11 მაისამდე (იხ.
სააპლიკაციო ფორმა)
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ
ვებგვერდი, ბმული 1,
ბმული 2 და
დანართი.