ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-02-06

ამერიკისმცოდნეობის მეთხუთმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი 2014 წლის 15-17 მაისს ატარებს ამერიკისმცოდნეობის მეთხუთმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას:

შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში
     
კონფერენციის მიზანი:

კონფერენციის მოხსენებების თემატიკა, ტრადიციულად, ძალიან ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები და ა.შ.
განსაკუთრებით მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისა და ყველა სფეროში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის საკითხებისადმი მიძღვნილ მოხსენებებს.

კონფერენციის გახსნა: 2014 წლის 15 მაისს, 11:00 საათზე.
მისამართი : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1,

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი (განაცხადის ფორმა იხ. დანართში) და მოხსენების ანოტაცია.
კონფერენციის პროგრამა და მოხსენებათა ანოტაციების ელექტრონული ვერსიები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის ვებგვერდზე (http://press.tsu.edu.ge) გამოქვეყნდება.

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: geoamstud.conference@tsu.ge არაუგვიანეს 2014 წლის 15 აპრილისა.
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3; თსუ II კორპუსი, ოთახი 165, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი.
ტელ.: 225-06-78  



Print

« იხ. ყველა სიახლე