2018-07-18
ტექნოლოგიური და სოციალური ინოვაციების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია
შვედური ინსტიტუტი და შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელი საქართველოში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (ტექნოპარკი) მხარდაჭერით გიწვევთ LEAP პროგრამის პრეზენტაციაზე.
აღნიშნული პროგრამა გახლავთ Swedish Institute-ის და სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივა და მიზნად ისახავს ტექნოლოგიური და სოციალური ინოვაციების ხელშეწყობას. სამიზნე ჯგუფი წარმოადგენს 25-დან 40 წლამდე ასაკის მდგრადი განვითარების თემატიკაზე მომუშავე საქართველოს მოქალაქე ან მუდმივ რეზიდენტ პირებს. პროგრამა ორი მოდულისგან შედგება, რომელთაგან პირველი ამა წლის 15-20 ოქტომბერს სტოკჰოლმში გაიმართება, ხოლო მეორე - 12-17 ნოემბერს პროგრამის ერთ-ერთ სამიზნე ქვეყანაში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, პოლონეთი, რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, შვედეთი).
მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ფინანსდება შვედური მხარის მიერ. განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა
5 აგვისტო. დეტალური ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია პროგრამის ვებ-გვერდზე: https://si.se/en/apply/leadership-programmes/leap/
ღონისძიება გაიმართება სამშაბათს, 24 ივლისს 19:00 საათზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შენობაში
მისამართი: ქ.თბილისი, ინოვაციების ქუჩა N7 (მთაწმინდის პარკის ასასვლელი).
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი მონაწილეობა დაგვიდასტუროთ
2018 წლის
20 ივლისის 18:00 საათამდე მითითებულ ლინკზე: დადასტურება
« იხ. ყველა სიახლე