2018-12-26
ინფორმაცია დაზღვევის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სადაზღვევო კომპანია ,,საქართველოს დაზღვევის ჯგუფ“-ს (მისამართი ქ. თბილისი ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) ქ. N22)
შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში თსუ საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალი, მრჩეველთა საბჭოს წევრები, თსუ ემერიტუსები 2019 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით
(კომპანიის ცხელი ხაზი 2 244 111). მომსახურების
(საბაზისო პაკეტი) საფასურის (36.99 ლარი) ანაზღაურება ხორციელდება თსუ ბიუჯეტიდან. თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ, გაიუმჯობესონ მომსახურება (პირადი განცხადების საფუძველზე) სათანადო თანხის დამატებით
(გაუმჯობესებული პაკეტი N1 (პრემიუმი) +10 ლარი, გაუმჯობესებული პაკეტი N2 (გოლდი) +20 ლარი). აღნიშნული თანხა დაიქვითება ხელფასიდან
(იხ. დანართი).
შტატგარეშე თანამშრომლებს, ასევე დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პერსონალს შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით (სტანდარტი, პრემიუმი ან გოლდ პაკეტით), რისი თანხაც (შესაბამისად 36.99 ლარი; 46.99 ლარი; 56.99 ლარი) დაიქვითება ხელფასიდან.
უნივერსიტეტის თანამშრომლებს (როგორც საშტატო თანამდებობაზე დასაქმებულებს, ასევე შტატგარეშე თანამშრომლებს) საშუალება ეძლევათ, დააზღვიონ ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილები ასაკის შეუზღუდავად, მშობლები და და-ძმა 65 წლამდე), ამ შემთხვევაშიც შესაბამის თანხას იხდის მსურველი - თსუ თანამშრომელი. ამასთან თანამშრომელი არ არის შეზღუდული თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის განსხვავებული პაკეტების არჩევაში. გარდა ამისა, შემოთავაზებულია საოჯახო პაკეტი (მეუღლე და 18 წლამდე ასაკის შვილები). 4 ან მეტ წევრიანი ოჯახის დაზღვევის საფასური შეადგენს 36.99 ×3.2=118,368 ლარს.
ჩამოთვლილი მომსახურების მისაღებად განცხადებები მიიღება თსუ კანცელარიაში
2019 წლის 10 იანვრიდან 20 თებერვლამდე (10 იანვრიდან 24 იანვრამდე შემოსული განცხადებები დაკმაყოფილდება პირველი თებერვლიდან, 24 იანვრიდან 20 თებერვლამდე შემოსული განცხადებები დაკმაყოფილდება პირველი მარტიდან). დაზღვევის მსურველმა პირმა (როგორც თანამშრომელმა, ისე ოჯახის წევრმა) განცხადებაში უნდა დააფიქსიროს თანხმობა იმის თაობაზე, რომ სადაზღვევო კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით განახორციელოს დაზღვეულის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების, მათ შორის ამავე კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება თავისი შეხედულებისამებრ და საჭიროების შემთხვევაში ამ მონაცემთა გადაცემა როგორც საქართველოს, ასევე სხვა სახელმწიფოს საჯარო თუ კერძო დაწესებულებებისათვის/ორგანიზაციებისათვის, მოიპოვოს დაზღვეულის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება კავშირი ჰქონდეს წინამდებარე სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მხარეთა ვალდებულებებთან. განცხადებასთან ერთად თანამშრომლებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობის ასლი; ოჯახის წევრების დაზღვევის შემთხვევაში – ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტების (მეუღლის დაზღვევის შემთხვევაში ქორწინების ან ჯვრისწერის მოწმობა, შვილის დაზღვევის შემთხვევაში - შვილის დაბადების მოწმობა, მშობლების დაზღვევის შემთხვევაში - საკუთარი დაბადების მოწმობა ხოლო დემამიშვილის დაზღვევის შემთხვევაში, საკუთარი და დის/ძმის დაბადების მოწმობები) ასლები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხელშეკრულება
(დანართი) ან მიმართეთ პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ია ბაღაშვილს (2 22 36 19; 577 588 205)
« იხ. ყველა სიახლე