2016-09-30

ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კონფერენცია “ღირსეული სიბერე”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კონფერენცია “ღირსეული სიბერე” გაიმართება.

2016 წლის 1-ლი ოქტომბერი, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.
რეგისტრაცია 10:30
დასაწყისი 11:00

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონფერენცია ეძღვნება მოხუცთა საერთაშორისო დღეს – 1-ელ ოქტომბერს.

კონფერენციაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობენ დარგის ექსპერტები იაპონიიდან. კონფერენციის პირველ სხდომაზე ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ზაზა კოკაია  წაიკითხავს ლექციას “ღეროვანი უჯრედები და დაბერების პროცესი”.

კონფერენციით გაიხსნება ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლი.


Print

« იხ. ყველა სიახლე