8-10 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრი (IPEC) ატარებს ერთობლივ საპილოტე ტრენინგს მოსწავლეთათვის „იმიტირებული სახელმწიფო მმართველობა“.
ტრენინგის პირველ დღეს განხილული იქნება სამართლებრივი საკითხები და შედგება შესაბამისი იმიტირებული პროცესი პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნების, მეორე დღეს - კანონის მიღებისა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების, მესამე დღეს - პრეზიდენტის იმპიჩმენტის და მთავრობის უნდობლობის.
ტრენინგს ჩაატარებენ კვალიფიციული პრაქტიკოსი კონსტიტუციონალისტები და თსუ პროფესორები.
ტრენინგის შედეგი: მონაწილეები გაეცნობიან სახელმწიფო ორგანოებს შორის ურთიერთობებს, მათი საქმიანობის, არჩევის, დანიშვნისა და გათავისუფლების მექანიზმებს.
ტრენინგის ჩატარების თარიღი: 8, 9, 10 მარტი (11.00-14:00 სთ).
ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1.
ტრენინგი არის უფასო.
ტრენინგში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ IX-X-XI კლასის მოსწავლეებს.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად და სარეგისტრაციოდ მსურველმა უნდა შეავსოს
აპლიკაცია.
ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო
ვადაა 2 მარტი. მონაწილეები შეირჩევიან წარმოდგენილი აპლიკაციის საფუძველზე.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატი.
ტრენინგი ორგანიზებულია IPEC-ის და თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
E-mail:
IPECcenter@yahoo.com
ტელ.: 598 58 88 99 ან 551 59 59 95.