2016-04-13
საზაფხულო სკოლა ათათურქის უნივერსიტეტში
თურქოლოგიის ან თურქული როგორც მეორე უცხო ენის სასწავლო კურსის სტუდენტთათვის!
2016 წლის 11-22 ივლისის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტი (ქ. ერზურუმი) ორგანიზებას უწევს რიგით მეათე საზაფხულო სკოლას „კულტურათაშორისი დიალოგი“, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები დააგროვებენ 3 კრედიტს.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების საშუალება ეძლევა თსუ-ის ორ სტუდენტს, რომლებიც ასევე უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას (B1).
სწავლის, კვებისა და საცხოვრებელ ხარჯებს ანაზღაურებს მასპინძელი მხარე, მგზავრობის თანხას იხდის სტუდენტი.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებს გასაუბრება ჩაუტარდებათ 2016 წლის 27 აპრილს, 12:00 საათზე თსუ-ის პირველი კორპუსში, ოთახი №115.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში 13-25 აპრილის 17:00 საათამდე.
რეგისტაციისას კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•ავტობიოგრაფია (CV) ინგლისურ ენაზე;
•მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ ერთი გვერდი);
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
•სტუდენტის აკადემიური მოსწრების (CPA) დამადასტურებელი დოკუმენტი;
•ცნობა სტუდენტის სტატუსი შესახებ;
იხილეთ პროგრამა
საკონკრსო დოკუმენტაციას ჩაიბარებს ასოცირებული პროფესორი ელისაბედ ბჟალავა
თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
თსუ-ს პირველი კორპუსი
ოთახი №121

« იხ. ყველა სიახლე