ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-07-13

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად ტარტუს უნივერსიტეტის იოჰან სკიტეს სახელობის პოლიტიკის ინსტიტუტში

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალური ადმინისტრაციისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად ტარტუს უნივერსიტეტის იოჰან სკიტეს სახელობის პოლიტიკის ინსტიტუტში.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 19 ივლისის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია 100 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო).

შენიშვნა:
მობილობა უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 31 ივლისამდე!
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე